პრემიერ-მინისტრის პრესკონფერენცია

20 დეკემბერი 2024, 15:37 153 ნახვა

„თუ ვინმე დაგვისაბუთებს, რომ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონში არის რაიმე უარყოფითი, რა თქმა უნდა, მზად ვართ ამ საკითხებზე მსჯელობისთვის'' - ასე დაიწყო პრესკონფერენცია ირაკლი კობახიძემ, ევროსაბჭოს გენერალურ მდივათან შეხვდრის შემდეგ. პრემიერმა ჟურნალისტების კითხვებსაც უპასუხა.

პრემიერის განცხადებით, თვის ბოლომდე ადმინისტრაციული წესით დაკავებულები გათავისუფლდებიან. მან ისაუბრა ,,ქართული ოცნების'' წევრების სანქცირებაზე. ასევე განაცხადა, რომ ვახტანგ გომელაური, ზვიად ხარაზიშვილი, მილერი ლაგაზაური, მირზა კეზევაძე და კიდევ 7 შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს მთავრობა ღირსების ორდენზე წარადგენს.

ნინო ლორჩოშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში