შუახევში სოფელ გორხანაულთან ჩამოწოლილი მეწყერი, რის გამოც ხულო-შუახევის დამაკავშირებელ გზაზე გადაადგილება შეფერხებული იყო გაწმენდილია

20 დეკემბერი 2024, 10:22 464 ნახვა

შუახევში სოფელ გორხანაულთან ჩამოწოლილი მეწყერი უკვე გაწმენდილია, სწორედ აღნიშნულის გამო იყო გადაადგილება შეზღუდული ხულო-შუახევის დამაკავშირებელ გზაზე. მეწყრული პროცესი კვლავ განვითარდა ქედაში სოფელ ცხემნასთან. ცენტრალურ გზაზე მოძრაობა შეფერხებით, მხოლოდ ცალმხრივად არის შესაძლებელი.

მეწყრული პროცესებია შუახევისა და ხულოს სოფლებშიც, ზოგან შიდა საუბნო გზებზეც. მიმდინარეობს გზების თოვლის და მეწყრის შედეგად ჩამოწოლილი მიწის მასისგან გათავისუფლება.  ამ დროისთვის მაღალმთიანეთის ცენტრებში მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილით არის შესაძლებელი გადაადგილება. მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი ორ მეტრს აჭარბებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში