ევროსაბჭოს გენერალური მდივანი საქართველოში შეხვედრებს აგრძელებს. იგი დღეს სამოქალაქო საზოგადოებასთან და ოპოზიციასთან შეხვედრას გეგმავს.
ალან ბერსე უკვე შეხვდა"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს. შეხვედრის დეტალები უცნობია. ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართა აუდიენცია პრემიერთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და ომბუდსმენთან.
სოციალურ ქსელ იქსზე-ზე გამოქვეყნებულ უახლეს პოსტში იგი საერთაშორისო საზოგადოებასთან შეხვედრის შესახებ წერს: "კონსტრუქციული გაცვლა შედგა დღეს საღამოს თბილისში საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლებთან. განვიხილეთ საქართველოში არსებული მდგომარეობა და ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმის მთავარი როლი დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებაში".
ევროსაბჭო ხაზს უსვამს, რომ ვიზიტის ფონია ძლიერი დაძაბულობა, პოლიტიკური დებატების უკიდურესი პოლარიზაცია და ბოლო კვირებში მომხდარი ძალადობის აქტები. ალან ბერსე საქართველოში გუშინ ჩამოვიდა.