საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარე შალვა თადუმაძე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს წერილით მიმართავს.
როგორც წერილშია აღნიშნული, შალვა თადუმაძე გეგმავს, დასანქცირების გამო ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართოს, რათა სამართლებრივი გზით აღადგინოს ლიეტუვის სახელმწიფოს მხრიდან ხელყოფილი მისი ძირითადი უფლებები და თავისუფლებები.