თურქეთში 10 დღის წინ მომხდარ ავარიას კიდევ ერთი მოქალაქე ემსხვერპლა

20 აპრილი 2017, 00:00 2172 ნახვა

 ქალაქ რიზესთან მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაშავებული კიდევ ერთი საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა - ინფორმაციას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ადასტურებენ.

დაშავებული მკურნალობას თურქეთში გადიოდა, მისი მდგომარეობა მძიმე იყო და ექიმებმა პაციენტის გადარჩენა ვერ მოახერხეს. გარდაცვლილი საქართველოში უკვე გადმოასვენეს. იგი  შუახევის მკვიდრია. 

თურქეთში, ქ. რიზესთან  ავტოსაგზაო შემთხვევა 10 დღის წინ მოხდა. ავტოავარიის შედეგად ერთი გარდაიცვალა, სამ პაციენტს კი ქირურგიული ჩარევა ჩაუტარდათ და მკურნალობას რიზეს საავადმყოფოში გადიოდნენ.

.  

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი