ევროსაბჭოს გენერალური მდივანის ვიზიტი საქართველოში

18 დეკემბერი 2024, 12:03 256 ნახვა

ევროსაბჭოს გენერალური მდივანი საქართველოშია. ევროსაბჭო ხაზს უსვამს, რომ ვიზიტის ფონია ძლიერი დაძაბულობა და ბოლო პერიოდში საქართველოში განვითარებული მოვლენები. ალენ ბერსე უკვე შეხვდა ქვეყნის პრემიერს, აუდიენციას საგარეო საქმეთა მინისტრიც ესწრებოდა.  ვიზიტის ფარგლებში ამ წუთებში ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი შალვა პაპუაშვილს ხვდება, შემდეგ კი მიხეილ ყაველაშვილთან გამართავს შეხვედრას. ვიზიტის ფარგლებში, ალენ ბერსე ეწვევა საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელს და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას. ვიზიტი 21 დეკემბერს სრულდება.

რატი ჯიჭონაია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში