28 ნოემბრის განცხადება რომ არა, გუშინ აქ იქნებოდა დიდი უბედურება, ვიდრე წინა დღეებში გვქონდა, სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილებით მაქსიმალურად დავაზღვიეთ რისკები - მდინარაძე

17 დეკემბერი 2024, 15:07 116 ნახვა

ჩვენი სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილებით, მაქსიმალურად დავაზღვიეთ რისკები. რომ არა ის ინფორმაცია, რაც ქართულ საზოგადოებას 28 ნოემბრის შემდეგ მიეწოდა, წარმოიდგინეთ, რა შეიძლებოდა მომხდარიყო საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხზე გაკეთებული გუშინდელი განცხადების შემდეგ , – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, რომ არა 28 ნოემბერს „ქართული ოცნების“ მხრიდან გაკეთებული განცხადება, გუშინ საქართველოში ბევრად მძიმე პროცესები განვითარდებოდა, ვიდრე მანამდე იყო და აგენტურულ ოპოზიციას დალაგებული ჰქონდა შესაბამისი გეგმა.

„ერთი წამით წარმოვიდგინოთ გუშინ კალასის პირველივე განცხადება, რომ ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ისაუბრებენ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე. რომ არა 28 ნოემბრის განცხადება და ის ინფორმაცია, რაც ქართულ საზოგადოებას 28 ნოემბრის შემდეგ მიეწოდა, რომ არა ის გადაწყვეტილება, წარმოიდგინეთ, რა შეიძლებოდა მომხდარიყო გუშინ. ამას ზემოდან დაამატეთ ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგად დალაგებული გეგმა აგენტურული ოპოზიციის, რომელიც მოქმედებაში მოვიდა შეიძლება სანახევროდ, შეიძლება მეოთხედი და ა.შ. დაწყებული ისეთი ტექნიკური საკითხებიდან, როგორიც იყო მათი ოფისებიდან მომარაგება პიროტექნიკით, შურდულებით, „მოლოტოვის კოქტეილებით“ და ა.შ. ანუ, მომზადება იყო ახალი დაწყებული, როცა ეს განცხადება 28 ნოემბერს გაკეთდა.

გუშინდელი დღე წარმოვიდგინოთ, ხომ აღარაფერი აღარ მოხდა? ღამე გაივლიდით რუსთაველზე, ანთებული ნაძვის ხე, ილუმინაციები და ა.შ. გუშინ აქ იქნებოდა ძალიან დიდი უბედურება, გაცილებით დიდი, ვიდრე წინა დღეებში გვქონდა, რაც არავის მოგვეწონა. არავის მოგვწონს დაპირისპირება პოლიციისა და მომიტინგების, ძალადობა, ძალადობის გადამეტება, თუნდაც გარკვეული ლეგიტიმური ძალის გამოყენება. რა თქმა უნდა, არავის მოსწონს პოლიციის მიმართ ძალადობის ის ფაქტები, რაც ამ ყველაფერს მოჰყვა, მაგრამ გადაზღვევა იყო იმდენად საჭირო, დროული, პრევენციული და ასე ვთქვათ, დასწრებითი, რომ ჩვენ დღეს აქ რომ წყნარად ვლაპარაკობთ და ბარბარობა დღეს ვულოცავთ ერთმანეთს, არის დამსხურება იმისა, რომ ჩვენი სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილებით მაქსიმალურად დავაზღვიეთ რისკები. გუშინდელ დღეს თუ დააკვირდით, საერთოდ სიტყვა აღარავის დაუძრავს მოლაპარაკების თემაზე. ახსენა ვინმემ? სადმე გახსენდებათ, რომ მოლაპარაკების თემა ვინმეს ეხსენებინოს? გუშინდელი დღის ნარატივი უნდა ყოფილიყო ვიზალიბერალიზაციის შეჩერება, რაც პრაქტიკულად გამორიცხული იყო, მაგრამ ეს იქნებოდა პირველი ნაპერწკალი და უნდა დანგრეულიყო ყველაფერი მათი გეგმის მიხედვით. მოლაპარაკების გახსნაზე უარის თქმა – ეს უნდა ყოფილიყო მეორე მთავარი ნარატივი, რაზეც რას მოაწყობდნენ და რას მოახდენდნენ, ალბათ დღეს უკვე ხელის გულზე დევს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში