ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების დებატები საქართველოზე

17 დეკემბერი 2024, 12:05 90 ნახვა

“დებატები საქართველოზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის. როგორც მოსალოდნელი იყო, უნგრეთმა და სლოვაკეთმა სანქციები დაბლოკეს”, – ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი სოციალურ ქსელში წერს.

ევროკომისია განსახილველად წარადგენს ქართველი დიპლომატებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას. სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი კი აცხადებს, რომ საქართველოში არსებული სიტუაცია ობიექტურად უნდა შეფასდეს.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კი აცხადებს, რომ ევროკავშირმა პოლიტიკური ფარისევლობის თვალსაზრისით საქართველოსთან მიმართებაში მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში