რომის პაპი სირიელ ამბოხებულებს ქვეყნის სტაბილიზაციისკენ მოუწოდებს

11 დეკემბერი 2024, 14:01 398 ნახვა

რომის პაპმა ფრანცისკემ  სირიელ მეამბოხეებს ქვეყნის სტაბილიზაციისა   და  ეროვნული ერთიანობის ხელშეწყობისკენ მოუწოდა. „იმედი მაქვს, ისინი იპოვიან პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, რომლებიც სხვა კონფლიქტებისა და განხეთქილების გარეშე პასუხისმგებლობით ქვეყნის სტაბილურობასა და ერთიანობას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა პონტიფიკოსმა ვატიკანში ყოველკვირეული აუდიენციის დროს.

რომის პაპმა, ალ-ასადის მმართველობის დასრულების შემდეგ სირიის შესახებ თავის პირველ საჯარო განცხადებაში, ასევე მოუწოდა ქვეყნის მრავალფეროვან რელიგიურ ჯგუფებს „ერთად იაროთ მეგობრობითა და ურთიერთპატივისცემით ერის სასიკეთოდ“.

მუსლიმები სირიის მოსახლეობის დაახლოებით 90%-ს შეადგენენ. ვატიკანის შეფასებით,  25 მილიონიან სირიაში 300 ათასი კათოლიკეა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში