„თქვენი ეს თავდადება არის ძალიან მნიშვნელოვანი დღეს, ხვალ და მუდამ. ამ თავდადებისთვის მე დღეს თქვენ გაჯილდოებთ". - თქვა სალომე ზურაბიშვილმა და ჟურნალისტები გამოვლენილი სამოქალაქო თავდადებისათვის, განსაკუთრებული მოქალაქობრივი პასუხისმგებლობისა და პიროვნული მამაცობისთვის დააჯილდოვა.
მედიის წარმომადგენლებს შორის ჯილდო გადაეცა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის წამყვან ირინე ყურუას.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            