საია მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს

10 დეკემბერი 2024, 14:09 212 ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს,რომელშიც საუბარია 2024 წლის 28 ნოემბრიდან  დაწყებულ ფართომასშტაბიან პროტესტზე. ასოციაციის აზრით საპროტესტო აქციები, ასევე, არჩევნებთან დაკავშირებული და, ზოგადად, ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლის და ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების წინააღმდეგ პროტესტების გაგრძელებაა, რომლებიც 2024 წელს სხვადასხვა დროს იმართებოდა.

მათი განცხადებით საპროტესტო აქციებზე  სისხლის სამართლის წესით დაკავებულია 30-ზე მეტი პირი მაშინ, როცა არცერთი სამართალდამცველი არ არის მიცემული პასუხისგებაში, რომლებმაც აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს.

განცხადების თანახმად მათ არაერთხელ მიმართეს საგამოძიებო სამსახურს გამოეძიებინათ პოლიციის ძალადობის შემთხვევები 2023 წლის მარტსა და 2024 წლის აპრილ-მაისში, რომელიც დღემდე გამოუძიებელი რჩება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში