„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართავს და ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ თავდასხმებზე გამოძიებას მოითხოვს.
ცენტრი იმ ჟურნალისტების დაზარალებულად ცნობას ითხოვს, რომლებსაც აქციაზე ფიზიკურად გაუსწორდნენ და თავდასხმის შედეგად, მძიმე დაზიანებები მიაყენეს. მათივე განცხადებით, აღნიშნულის ამსახველი არაერთი ვიდეო მტკიცებულება არსებობს. „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ჟურნალისტებს გურამ როგავას და დავით ცაგარელის ინტერესებს იცავს. ადვოკატის თქმით, ყველა წინაპირობა არსებობს იმისთვის, რომ ეს ჟურნალისტები დაზარალებულად იყვნენ ცნობილი.
"ადამიანის უფლებათა ცენტრის" განცხადებით, მედიაზე თავდასხმებმა ტენდენციური სახე მიიღო და ქვეყანაში ჟურნალისტური საქმიანობა უსაფრთხო არ არის. „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში 47 საქმე აქვს რეგისტრირებული, რომელიც ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლას უკავშირდება.