საპროტესტო აქციები-„ქართული ოცნების“ შეფასება

09 დეკემბერი 2024, 14:58 235 ნახვა

თბილისში მიმდინარე აქციას კვლავ უკრაინული  მაიდნის სცენარს ადარებს ქართული ოცნება. მმართველი გუნდის პოლიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ აქციის ორგანიზატორებს სიტუაციის ესკალაციის გასაზრდელად ე.წ. „ტიტუშკების“ პატარ-პატარა ჯგუფების შექმნა სურთ.
„ქართული ოცნების“ წევრები აცხადებენ, რომ აქციის მონაწილეები „მაიდნის“ რომანტიზებას ცდილობენ და პროტესტს რუსთაველის გამზირზე ქართული პროტესტის კულტურასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

ნინო ლორჩოშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში