სასამართლო პროცესები

08 დეკემბერი 2024, 19:54 222 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესი გაიმართა.დაკავებულთა შორის არიან „წიგნების თაროს“ მონაწილეები სანდრო მეტრეველი, ნიკა ბერიძე და ნიკა სვანიძე. ნიკა ბერიძე და ნიკა სვანიძე სიტყვიერი გაფრთხილების საფუძველზე გაათავისუფლეს, ხოლო სანდრო მეტრეველს მოსამართლემ 2300 - ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

სანდრო მეტრეველის ადვოკატის ნინო ლომინაძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს დაზიანებები აღენიშნება. დღეს გაიმართა ტელეკომპანია მთავარის ჟურნალისტის ბექა ყორშიას სასამართლო პროცესიც და მას 2200 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში