პროტესტის მე-11 დღე - ბათუმი

08 დეკემბერი 2024, 12:58 241 ნახვა

აქცია, ბათუმში, გვიან ღამით დასრულდა. შეკრებილები აჭარის მთავრობის სახლთან გამართული პროექტორის საშუალებით ახალ ამბებს ადევნებდნენ თვალს.  ასევე, ნახეს დოკუმენტური ფილმი ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის შესახებ.

აქცია თავდაპირველად ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან დაიწყო.,


დემონსტრანტები მსვლელობით გადავიდნენ აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, შემდეგ კი, ევროპის მოედანზე გადაინაცვლეს.

ბათუმში საპროტესტო აქციები მეათე დღეა მიმდინარეობს. აქციის მონაწილეების მოთხოვნა ხელახალი არჩევნების ჩატარება, ევროკავშირთან მოლაპარაკებების აღდგენა, დაკავებულების გათავისუფლება და იმ ადამიანების დასჯაა, ვინც თბილისში პროტესტის მონაწილეებზე იძალადა.

დღეს აქცია 18:00 საათზე ბათუმის სტადიონთან დაიწყება.

 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში