ინკლუზიური სარეაბილიტაციო ცენტრის სარეაბილიტაციო სამუშაოები

04 დეკემბერი 2024, 18:55 333 ნახვა

ბათუმის N26 საჯარო სკოლაში ინკლუზიური სწავლების ცენტრის რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულდა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან ერთად რეაბილიტირებული სკოლა დაათვალიერა.
რეაბილიტაციის ფარგლებში განხორციელდა ინკლუზიური სწავლების ცენტრის, ასევე, შენობის სახურავისა და ფასადის სრული რეაბილიტაცია.
სამუშაოების მეორე ეტაპის ფარგლებში დაგეგმილია არსებული ავეჯის განახლება და სკოლის აღჭურვა დამატებითი ინვენტარით.
აჭარაში, ბოლო წლების განმავლობაში, აშენდა 35 საჯარო სკოლა, სასწავლო კორპუსი და სპორტული დარბაზი, ხოლო რეაბილიტაცია ჩაუტარდა- 130 საჯარო სკოლას. ამ ეტაპზე მიმდინარეობს 5 საჯარო სკოლის მშენებლობა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში