შავ ზღვაში გემი ჩაიძირა - ეკიპაჟის ერთი წევრი ქართველია

19 აპრილი 2017, 00:00 10643 ნახვა

შავ ზღვაში სატვირთო გემი ჩაიძირა. არსებული ინფორმაციით, ეკიპაჟის 12 წევრიდან  რამდენიმეს გადარჩენა მოხერხდა. ეკიპაჟის ერთი წევრი ქართველია. როგორც საზღვაო ტრანსპორტში სააგენტოში აცხადებენ, ამ დროისთვის მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები.

ყირიმის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მთავარი სამმართველოს პრესსამსახურის ცნობით, მათ ადგილობრივი დროით 3 საათსა 54 წუთზე SOS სიგნალი მიიღეს.

სააგენტო „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, ეკიპაჟის შვიდი წევრი დაკარგულად ითვლება. სატვირთო გემი პანამის დროშის ქვეშ ცურავდა. არსებული ცნობით, ეკიპაჟის 12 წევრიდან ცხრა რუსეთის მოქალაქე იყო, ორი - უკრაინის, ერთი კი საქართველოს. მშრალმტვირთმზიდი გემი რუსეთის ქალაქ აზოვის პორტიდან თურქეთისკენ მიემართებოდა და მარცვლეულით იყო დატვირთული.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი