ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ თქვენმა შვილებმა არ იგრძნონ ის, რასაც ახლა ჩემი შვილი გრძნობს - დავით გაბაიძე

04 დეკემბერი 2024, 00:33 507 ნახვა

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს

"ასლან ჭანიძეს, ციალა ქათამიძეს და ჩემ სხვა ,,მეგობრებს". 

დემოკრატებო, ევროპული ღირებულებების დამცველებო, იქნებ ეზოში მოსვლა არ არის საკმარისი და ბინის ნომერიც გითხრათ. სულ გაინტერესებდათ ვინ და როდის გვაკითხავდა ოჯახებში, რომ ხმა ამოგეღოთ. აქ და ახლა ხდება ეს ყველაფერი და ეხლა ხომ იცით? რატომღაც არ მესმის თქვენი მაღალი ხმა. მე თქვენი დაცვა კი არ მინდა, ფაქტს ვაფიქსირებ უბრალოდ.

ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ თქვენმა შვილებმა არ იგრძნონ ის, რასაც ეხლა ჩემი შვილი გრძნობს. აი პირადად თქვენ კი ყოველ შესაძლებლობაზე ამას შეგახსენებთ ყველანაირი საშუალებით.

მადლობა. პასუხი არ მინდა.

P.S. აქვე ყველას იმას, ვისაც ეს მოგწონთ შეგიძლიათ ბოდიშის გარეშე ამ სივრციდან დამტოვოთ."

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში