ბავშვები ჰყავდათ მიყვანილი ძალადობრივ აქციაზე და ასროლინებდნენ საგნებს პოლიციელების მისამართით, ერთ ბავშვს რომ რამე დამართოდა, ვინ იღებდა ამაზე პასუხისმგებლობას, ჩვეულებრივი ფაშიზმია ეს ყველაფერი - კობახიძე

03 დეკემბერი 2024, 15:30 159 ნახვა

ბავშვები ჰყავდათ მიყვანილი ძალადობრივ აქციაზე და ბავშვებს ასროლინებდნენ, მათ შორის საგნებს პოლიციელების მისამართით, ერთ ბავშვს რომ რამე დამართოდა, ვინ იღებდა ამაზე პასუხისმგებლობას, ჩვეულებრივი ფაშიზმია ეს ყველაფერი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილი და მთელი „ნაცმოძრაობა“ თავის ტელევიზიებით იყო ჩართული ამ ფაშისტურ ინიციატივაში.

„ერთი სიტყვით რომ შევაფასო, ეს არის ფაშიზმი, სხვა არაფერი რა შეიძლება, დაერქვას ამას. თან ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზე, რომ ეს არ არის ცალკეული ექსცესები, ცალკეული ადამიანების ინიციატივა. სალომე ზურაბიშვილი ჩართეს ამ ფაშისტურ ინიციატივაში და მთელი „ნაცმოძრაობა“ თავის ტელევიზიებით იყო ჩართული შესაბამის პროპაგანდაში. თქვენ იცით, რომ ბავშვები ჰყავდათ მიყვანილი ძალადობრივ აქციაზე და ბავშვებს ასროლინებდნენ, მათ შორის საგნებს პოლიციელების მისამართით, ერთ ბავშვს რომ რამე დამართოდა, ვინ იღებდა ამაზე პასუხისმგებლობას. ჩვეულებრივი ფაშიზმია ეს ყველაფერი, სხვა შეფასება ამას არ შეიძლება, მიეცეს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში