საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების ნაწილის განცხადება

03 დეკემბერი 2024, 14:50 407 ნახვა
00:00
00:00

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის 60-მდე თანამშრომელი საჯარო განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პირველი არხის 60-მდე თანამშრომელი გმობს და აპროტესტებს ძალადობას თანამოქალაქეებისა და კოლეგების მიმართ. 

ხელმომწერები მოითხოვენ, პირველი არხის ეთერები დაეთმოს საზოგადოებრივი აზრის გაჟღერებას და საჯარო დისკუსიებს.

,,ამ მნიშვნელოვან პროცესებში განსაკუთრებული როლი აკისრია მედიას, განსაკუთრებით საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომლის დამოუკიდებლობაც კონსტიტუციის მე-17 მუხლითაა გაწერილი. თითოეულ თანამშრომელს გვჯერა საზოგადოებრივი მაუწყებლის ძალის და გავლენის, იდეის, რომ ის ანგარიშვალდებულია მხოლოდ საზოგადოების წინაშე“ - აცხადებენ ხელმომწერები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

ამინდი