რუსთაველის გამზირზე საპოლიციო ღონისძიებების დროს სამართალდამცველების მიერ გაზის კაფსულის გამოყენების შედეგად საქართველოს პირველი არხის გადამღები ჯგუფი დაშავდა.
ჟურნალისტ თეო ხუბულავას, ოპერატორებს ლევან ქართველიშვილსა და ბადრი გამრეკლაშვილს სამედიცინო დახმარება ადგილზე სასწრაფო დახმარების მედიკოსებმა აღმოუჩინეს.
გარდა ამისა, სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტს, ლიზი ჩიმჩიურს, და ოპერატორებს, პაატა ჯაჭვლიანსა და ბიძინა ჩომახაშვილს.
ამ დროისთვის პირველი არხის გადამღები ჯგუფი თავს კარგად გრძნობს და აგრძელებს მუშაობას აქციაზე.