შეხვედრა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორთან

02 დეკემბერი 2024, 23:03 298 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის წინ, აქცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ტელევიზიის შენობასთან, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები იმყოფებიან.

მათი მოთხოვნაა უზრუნველყოფილი იყოს მათთვის პირდაპირი საეთერო დროის დათმობა. ხოლო ის გადაცემები, რომლებიც დღეიდან, დროებით შეჩერდა, ეთერში დაბრუნდეს.

საკუთარი მოთხოვნები აქციაზე მყოფმა წარმომადგენლებმა პირადად გააცნეს ტელევიზიის დირექტორს, ვლადიმერ ტატიშვილს. შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ 15 წუთში, აჭარის ტელევიზიის პირდაპირ ეთერში, სტუდიურ გადაცემებში, აქციის მონაწილეებს და ორგანიზატორებს საეთერო დრო დაეთმობათ.

შეგახსენებთ, რომ აჭარის ტელევიზიის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, საეთერო ბადეში მხოლოდ საინფორმაციო გამოშვებები, ახალი ამბები და პირდაპირი ეთერები გავა. ეთერში დროებით შეჩერებულია შემოქმედებითი და პოლიტიკური თოქშოუები.

 
 
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში