ევროპის მაუწყებელთა კავშირის განცხადება

02 დეკემბერი 2024, 18:19 87 ნახვა

ევროპის მაუწყებელთა კავშირი კატეგორიულად გმობს ძალადობას და ფიზიკურ თავდასხმებს ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც საქართველოში მიმდინარე დემონსტრაციებს აშუქებენ.
საპროტესტო აქციების დროს ათობით ჟურნალისტს და მედიის მუშაკს სპეცრაზმელები ფიზიკურად დაესხნენ თავს, მათ შორის, საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელს დავით ბეჟანიშვილს, რომელიც თბილისში საპროტესტო აქციის დროს დაშავდა.
გარდა ამისა, ჩვენ შეშფოთებულები ვართ საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაში აქციის მონაწილეების მხრიდან ძალის გამოყენებით შესვლის მცდელობის გამო. ძალადობის ან დაშინების ყველა აქტი პრესის წევრების მიმართ სრულიად მიუღებელია.
პრესის თავისუფლება არის ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედი. ევროპის მაუწყებელთა კავშირი მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ მხარეს, პატივი სცენ ამ ფუნდამენტურ უფლებას და უზრუნველყონ, რომ ჟურნალისტებს შეეძლოთ თავისუფლად და უსაფრთხოდ იმუშაონ საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების გაშუქებისას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში