„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე გაათავისუფლეს. ამის შესახებ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.
„გარეთ ვარ“, - წერს ზურაბ ჯაფარიძე და მანქანაში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
ზურაბ ჯაფარიძე დღეს, დილით ვაკეში დააკავეს. დაკავებას წინ უძღოდა აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება. აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირიდან ვაკის პარკის მიმართულებით მსვლელობას მართავდნენ და სცადეს გზის გადაკეტვა, რისი საშუალებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს.