ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტების გაფიცვა

02 დეკემბერი 2024, 11:01 376 ნახვა

სტუდენტების გაფიცვა ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში. სტუდენტების ნაწილი ლექციებზე შესვლას არ აპირებს და პროევროპულ საპროტესტო აქციებს უერთდება.

ახალგაზრდებს მხარდაჭერას უცხადებენ  ლექტორებიც.  ათობით სტუდენტი და პროფესორი დღეს ლექციაზე არ შესულა, უნივერსიტეტში ისმოდა საპროტესტო შეძახილები და საყვირების ხმა.

აცხადებენ, რომ აპირებენ სასწავლო პროცესი მომდევნო დღეებშიც შეაჩერონ. 

მათ ხელოვნების უნივერსიტეტში რამდენიმე წუთის წინ განცხადება გააკეთეს და აღნიშნეს, რომ ემიჯნებიან და აპროტესტებენ  მთვარობის გადაწყვეტილებას  2028 წლამდე არ გაიხსნას მოლაპარაკება  ევროკავშირთან. სტუდენტები გმობენ ძალადობას და პოლიციურ რეჟიმს.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში