მოსწავლეების ნაწილის გაფიცვა

02 დეკემბერი 2024, 11:44 229 ნახვა

ბათუმელი მოსწავლეების პროტესტი. მერვე სკოლის უფროსკლასელთა ნაწილი დილიდან გაკვეთილებს არ ესწრება. 

ისინი სკოლის მიმდებარედ შეიკრიბნენ საქართველოსა და ევროკავშირის დროშებითა და ტრანსფარანტებით. მოსწავლეები აპირებენ სტუდენტების აქციას შეუერთდნენ და ღიად გამოხატონ პოზიცია “არა მონობას“.

ისინი აცხადებენ, რომ ამ ფორმით ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს აპროტესტებენ და გმობენ აქციის მონაწილეების მიმართ ფიზიკურ ძალადობას.     

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში