აქციაზე დაშავებულთა ნაწილმა უკვე დატოვა სამედიცინო დაწესებულება, ნაწილი კი კლინიკაში მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება - ჯანდაცვის სამინისტრო

29 ნოემბერი 2024, 14:03 226 ნახვა

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აქციაზე დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

უწყების ინფორმაციით, მათმა ნაწილმა უკვე დატოვა სამედიცინო დაწესებულება, ნაწილი კი კლინიკაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

„28 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციიდან სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა, იმ პირთაგან, ვინც მიმართა სასწრაფო სამედიცინო დახმარებას, დაწესებულებაში გადაიყვანა 33 ადამიანი. მათ შორის 16 შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, 13 აქციის მონაწილე, ასევე გადაყვანილ იქნა მედიასაშუალებების ოთხი წარმომადგენელი. დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მათმა ნაწილმა უკვე დატოვა სამედიცინო დაწესებულება, ნაწილი კი, მედიკოსების რეკომენდაციით, კლინიკაში, მეთვალყურეობის ქვეშ რჩება“, - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში