საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების გაუქმების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
„პარლამენტის სასახლეში მოქმედი უსაფრთხოების ყვითელი დონე, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, 25 ნოემბრიდან მოქმედებდა, 28 ნოემბრის 14.00 საათიდან, გაუქმებულია“, – ნათქვამია საქართველოს პარლამენტის განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პარლამენტში გამართულ ღონისძიებებზე მასმედიის წარმომადგენლებს და ვიზიტორებს შეზღუდვა აღარ შეეხებათ.