გოგა ბითაძის მე-15 დუბლი NBA-ში

28 ნოემბერი 2024, 08:01 78 ნახვა

NBA-ს მორიგ ტურში გოგა ბითაძის „ორლანდომ“ „ჩიკაგო ბულზს“ უმასპინძლა და 133:119 დაამარცხა. ტრავმის შემდეგ გუნდს „ორლანდოს“ძირითადი ცენტრი ვენდელ კარტერი დაუბრუნდა, მაგრამ მწვრთნელმა ბითაძე მაინც სასტარტო ხუთეულში ათამაშა.

შედეგად ქართველმა ცენტრმა მოედანზე 25 წუთი გაატარა, რა დროშიც 11 ქულა, 11 მოხსნა, 3 პასი, 2 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა, რითაც მან NBA-ში გადასვლის შემდეგ მე-15 ორმაგი დუბლი გაიფორმა.

ორლანდოელებმა ბოლო 11 მატჩიდან მე-10 შეხვედრა მოიგეს და ყველა მატჩში სასტარტოში ბითაძე იყო.

გუნდი 11 მოგებითა და 7 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზეა. სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიომ“ „ლეიკერსს“ უმასპინძლა და 101:119 დამარცხდა.

ქართველი ფორვარდი სათადარიგო იყო, 4 წუთში 3 ქულისა და 1 მოხსნის მოგროვება მოასწრო.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში