აჭარის უმაღლესმა საბჭომ 13 ხმით, 21 წევრის უფლებამოსილება ცნო

26 ნოემბერი 2024, 12:44 235 ნახვა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ახალარჩეულმა უმაღლესმა საბჭომ, პირველ სხდომაზე, 13 ხმით, უმაღლესი საბჭოს 21 წევრის უფლებამოსილება ცნო.

სხდომა უსკოს თავმჯდომარემ, პარმენ ჯალაღონიამ გახსნა და სიტყვა, უმაღლესი საბჭოს უხუცეს წევრს, დავით თედორაძეს გადასცა, რომელიც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის არჩევამდე გაუძღვა სხდომას.

სხდომაზე, აირჩიეს დროებითი ხმის დამთვლელი და დროებითი სამანდატო კომისიები, რის შემდეგაც უსკოს თავმჯდომარემ წარმოადგინა ინფორმაცია უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით.

პარმენ ჯალაღონიას განცხადებით, აჭარის უმაღლესი საბჭოს 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე 11 საარჩევნო სუბიექტიდან, საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი 5%-იანი ბარიერი გადალახა ხუთმა პარტიამ. არჩევნების საბოლო შედეგების საფუძველზე, ყველაზე მეტი - 13 მანდატი მიიღო „ქართულმა ოცნებამ“, 4 მანდატი აქვს - „ერთიანობა-ნაციონალურ მოძრაობას“, „გახარია საქართველოსთვის“ – 2, ,,კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა’’ და ,,ძლიერი საქართველო -ლელო ხალხისთვის, თავისუფლებისთვის’’ თითო-თითო მანდატი ერგოთ. 

შესვენების შემდეგ, დროებითი სამანდატო კომისიის თავმჯდომარემ, ტიტე აროშიძემ უმაღლესი საბჭოს წევრთა უფლებამოსილების ცნობისათვის საჭირო დოკუმენტაციის შესწავლის თაობაზე დასკვნა წარმოადგინა. დადგენილების შესაბამისი პროექტი 13 ხმით დამტკიცდა.

სხდომას ოპოზიციის წევრები არ ესწრებიან.
 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი