საქართველოს პროკურატურა, საგარეჯოში ცოლის ცემის გამო დაკავებულს ბრალს დაუმძიმებს. დაზარალებული მიყენებული დაზიანებების გამო გარდაიცვალა, რის გამოც ბრალს, მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობის კვალიფიკაცია მიენიჭება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 11 ნოემბერს, საგარეჯოში, ბრალდებულმა გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, მეუღლეს განსაკუთრებული სისასტიკით, სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა.
მიღებული დაზიანებებით დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.სასჯელი 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.