ბათუმის მუსიკალურ ცენტრში მუსიკალური სპექტაკლი „მედეას ვნებანი“ გაიმართა. ეს არის ერთი მსახიობის თათია თათარაშვილის მიერ შექმნილი მედეას სახე.
სპექტაკლში წარმოდგენილია მედეას, როგორც ქალის შინაგანი სამყარო და სიყვარულით დაწყებული ისტორია.
სპექტაკლი ოთარ ჭილაძის ტექსტის მიხედვით რეჟისორმა ზაზა სიხარულიძემ დადგა, მუსიკალური მონოდრამის ავტორი კი ზვიად ბოლქვაძეა.
მისი პრემიერა ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სცენაზე ორი წლის წინ შედგა.