ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა და ე.წ. პრემიერ-მინისტრმა თანამდებობები დატოვეს 

19 ნოემბერი 2024, 09:55 212 ნახვა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ თანამდებობა დატოვა. გადადგომის შესახებ ბჟანიამ დოკუმენტს უკვე ხელი მოაწერა.

თანამდებობა ასევე დატოვა ე.წ. პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდრ ანკვაბმაც.

„ქვეყანაში სტაბილურობისა და კონსტიტუციური წესრიგის შენარჩუნების მიზნით, აფხაზეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის 65-ე მუხლის შესაბამისად, გადავწყვიტე, გადავდგე აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის პოსტიდან“, - ნათქვამია ბჟანიას მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში.

მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, ასლან ბჟანიას გადადგომის შემდეგ, 19 ნოემბერს ე.წ. სამთავრობო შენობების კომპლექსი უნდა დატოვონ ამ ტერიტორიაზე 15 ნოემბრიდან მყოფმა მოქალაქეებმა. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ ეს პირობა არ შესრულდება, ბჟანია უკან გაიწვევს განცხადებას გადადგომის შესახებ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი