ოპოზიციის განცხადებები ,,სიების ჩახსნის” შესახებ, მათივე დემაგოგიური ტაქტიკის ნაწილს წარმოადგენდა - დავით გაბაიძე 

19 ნოემბერი 2024, 09:44 284 ნახვა

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილე ოპოზიციურ პარტიებს ეხმაურება რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელი დავით გაბაიძე. იგი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. 

"ბევრი განცხადება მოვისმინეთ ბარიერ გადალახული ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისაგან, რომ ისინი ჩახსნიდნენ სიებს და უარს იტყოდნენ ახალარჩეულ უმაღლეს საბჭოში შესვლაზე.  კანონმდებლობით აღნიშნულის უფლება ჰქონდათ მხოლოდ იმ პირებს, რომელმაც არჩევნების წინასწარი შედეგების შესახებ უსკოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების საფუძველზე მოიპოვეს უმაღლესი საბჭოს წევრის მანდატი. დღეს უსკო-მ შეაჯამა უმაღლესი საბჭოს არჩევნები და ხელი მოეწერა შემაჯამებელ ოქმს, რომელსაც თან ერთვის უმაღლესი საბჭოს წევრებად არჩეულ პირთა სია. აღნიშნულით ირკვევა, რომ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების არც ერთ წარმომადგენელს თავისი კანდიდატურის პარტიული სიიდან მოხსნის თაობაზე უსკოსთვის განცხადებით არ მიუმართავს, ხოლო როგორც მოსალოდნელი იყო მათი განცხადებები ,,სიების ჩახსნის” შესახებ, მათივე დემაგოგიური ტაქტიკის ნაწილს წარმოადგენდა", - წერს სოციალურ ქსელში აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე.  

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში