“აღმოსავლური რელიგიები და მისი გავლენა თანამედროვე სამყაროს ფორმირებაში”. ამ თემაზე საჯარო ლექცია მოისმინეს სტუდენტებმა და სკოლის მოსწავლეებმა რელიგიის მუზეუმში. საუბარი შეეხო აღმოსავლური ფილოსოფიის და რელიგიის სოციალურ-პრაქტიკულ მხარეებს.
ასევე ისაუბრეს რას ნიშნავს პოსტმოდერნიზმი და რა ნიშნებით ხასიათდება ის? რა ვიცით აღმოსავლური ცივილიზაციის შესახებ? თანამედროვე ეპოქაში რელიგიამ თავისი ფუნქცია დაკარგა, თუ ხელახლა შეიძინა? რა სახის მიმართება შეიძლება ქონდეს სულიერებას და ტექნიკის პროგრესს?
საჯარო ლექცია მოიცავდა პრეზენტაციასაც ლიტერატურის, ფილოსოფიის, ისტორიის, თეოლოგიისა და კინემატოგრაფიის შესახებ.