საქართველოს ეროვნული ნაკრები უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ

15 ნოემბერი 2024, 20:26 331 ნახვა

ხვალ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები საშინაო შეხვედრას უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წლის ბოლო მატჩი ბათუმის აჭარაბეთ არენაზე 21:00 საათზე დაიწყება. ჩვენს გუნდს დისკვალიფიკაციის გამო ლაშა დვალი ვერ დაეხმარება. საბა გოგლიჩიძე კი შეხვედრას ტრავმის გამო გამოტოვებს.
"ჯვაროსნებმა" მატჩისწინა ვარჯიში უკვე ჩაატარეს. ყველა გამოძახებული ფეხბურთელი ფორმაშია და გუნდში განწყობაც საბრძოლოა. თამაშის წინა პრესკონფერენციაზე მედიის კითხვებს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა და ფეხბურთელმა ნიკა კვეკვესკირმა უპასუხეს. ნაკრების მზადყოფნაზე ისაუბრა უკრაინის ნაკრების მწვრთნელმაც.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში