ლიეტუვის პარლამენტთან საპროტესტო აქცია გაიმართა. დემონსტრანტებმა არჩევნებში გამარჯვებული „სოციალ-დემოკრატების“ გადაწყვეტილება გააპროტესტეს, რომელთაც საპარლამენტო კოალიცია შექმნეს იმ პარტიასთან, რომლის ლიდერსაც ანტისემიტური განცხადებების გამო სასამართლო პროცესი ჰქონდა.
„სოციალ დემოკრატებმა“ 141 წევრიან პარლამენტში 86 ადგილი, სხვა პარტიებთან კოალიციის შექმნის შემდეგ მოიპოვეს.
აქედან პარტიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა რემიგიუს ჟემაიტაიტისმა აპრლიში მანდატი მას შემდეგ დატოვა, რაც საკონსტიტუტიცო სასამართლომ დაადგინა, რომ მის მიერ სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული ანტისემიტური პოსტებით ფიცი დაარღვია. მას „ებრაელების მიმართ მტრობისა და შეუწყნარებლობის გაღვივების მცდელობა“ და ლიეტუვაში ჰოლოკოსტის მნიშვნელობის დაკნინება ედება ბრალად.