გოგა ბითაძის „ორლანდომ“ ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო

13 ნოემბერი 2024, 08:01 185 ნახვა

გოგა ბითაძის სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნება წარმატებული გამოდგა „ორლანდო მეჯიქისთვის“. ფლორიდელებმა ზედიზედ მესამე მატჩი მოიგეს და სამხრეთ-აღმოსავლეთის დივიზიონში პირველ ადგილზე არიან. მათ 6 მოგება და 6 წაგება აქვთ. ამჯერად „ორლანდომ“ შინ „ნიუ ორლეანს პელიკანსი“ დაამარცხა – 114:89.

ქართველი ცენტრის მონაგარი ასეთი იყო: 20 წუთი, 9 ქულა, 2 მოხსნა, 2 პასი, 1 დაფარება.

ბითაძის გუნდი მომდევნო მატჩს შინ „ინდიანა პეისერსთან“ 14 ნოემბერს გამართავს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი