საპატრიარქოს განცხადება

12 ნოემბერი 2024, 21:34 237 ნახვა

ხვალ, 13 ნოემბერს, მეტეხის ხიდზე პარაკლისი აღევლინება, - ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას სოციალურ ქსელში საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

„გაცნობებთ, რომ 2024 წლის 13 ნოემბერს, 17:00 საათზე, მეტეხის ხიდზე ასი ათასი მოწამის ხსენებასთან დაკავშირებით პარაკლისი აღევლინება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, თბილისის მერიის ინფორმაციით, ასი ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებების გამო, 13 ნოემბერს მეტეხის ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით, ორმხრივად შეიზღუდება. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი