ანიმაციური ფილმების მე-16 საერთაშორისო ფესტივალი “თოფუზი“ ბათუმში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით , ვი-არ პროგრამით დაიწყო. ფესტივალზე 40- მდე ქვეყნიდან 110 ანიმაციაა წარმოდგენილი.
პროგრამა ტრადიციულად მრავალფეროვანია და 12 კატეგორიას მოიცავს, მათ შორისაა მოზარდთა, ექსპერიმენტული, სადებიუტო და ბავშვების მიერ გადაღებული ფილმები, რომელთაც საერთაშორისო და ბავშვებით დაკომპლექტებული ჟიური შეაფასებს.
პარალელურად დაგეგმილია მასტერკლასები. ანიმაციების ჩვენებები თოფუზის ფარგლებში ქედაშიც გაიმართა, ფესტივალის დახურვის ცერემონია კი 16 ნოემბერს ბათუმში გაიმართება.