„ჯვაროსნებმა“ სანაკრებო მატჩებისთვის მზადება საგურამოში დაიწყეს

12 ნოემბერი 2024, 11:11 267 ნახვა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის ნოემბრის მატჩებისთვის მზადება არასრული შემადგენლობით დაიწყო, გუნდი საგურამოში შეიკრიბა.

საწვრთნელ პროცესში 14 ფეხბურთელი მონაწილეობდა – გიორგი მამარდაშვილი, ლუკა გუგეშაშვილი, გურამ კაშია, სოლომონ კვერკველია, ლუკა ლოჩოშვილი, ოთარ კაკაბაძე, ალექსანდრე კალანდაძე, ლევან შენგელია, გიორგი წიტაიშვილი, ანზორ მექვაბიშვილი, ნიკა კვეკვესკირი, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი და გიორგი ჩაკვეტაძე.

ნოემბრის მატჩებისთვის ვილი სანიოლმა 23 ფეხბურთელი გამოიძახა. ნაკრები სრულად დღეიდან შეიკრიბება. წლის დასკვნით საშინაო მატჩს ეროვნული გუნდი ბათუმში, 16 ნოემბერს უკრაინის წინააღმდეგ ჩაატარებს.

19 ნოემბერს ჩვენი გუნდი ჩეხეთს ქალაქ ოლომოუცში ესტუმრება. დისკვალიფიკაციის გამო უკრაინასთან საშინაო შეხვედრას ლაშა დვალი გამოტოვებს, ტრავმის გამო ვერ ითამაშებს საბა გოგლიჩიძე.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში