სალომე ზურაბიშვილის და ევროკავშირის რვა ქვეყნის პარლამენტარების შეხვედრა

11 ნოემბერი 2024, 14:09 209 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ ქვეყანა კრიზისში შედის და მას ჰყავს არა დემოკრატიული, არამედ „ერთპიროვნული ხელისუფლება” - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელზეც ევროკავშირის ქვეყნების პარლამენტარების დელეგაცია ჰყავდა მიწვეული. პრეზიდენტის თქმით, პარლამენტარები ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში იმყოფებიან იმისთვის, რათა ქვეყანას კრიზისიდან გამოსვლაში დაეხმარონ.

ორბელიანების სასახლეში გამართული აუდიენციის შემდეგ  სპეციალურ ბრიფინგზე დელეგაციის წევრებმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს. ისაუბრებს 26 ოქტომბრის არჩევნებზე, მათთან შეხვედრაზე ხელისუფლების უარზე, ასევე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე.

ლიეტუვის პარლამენტის ვიცე-სპიკერის თქმით, ქართული ოცნება მოსახლეობას ატყუებს, როცა ჰპირდება, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას უზრუნველყოფს. მიხეილ როთის თქმით, კი საქართველოში იმისთვის ჩამოვიდნენ, რომ  ბიძგი მისცენ რეჟიმის ცვლილებას, ასევე აღნიშნა, რომ მმართველი პარტია ცდილობს ევროპელი ლიდერების ნდობას ძირი გამოუთხაროს. აღნიშნავენ, რომ თბილისი ისევ რუსული საფრთხის ქვეშაა.

ამბობენ, რომ არ დაიღლებიან და წარსულ პროცესებს არ დაუბრუნდებიან.

ნინო ლორჩოშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი