საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ისლანდიასთან დამარცხდა 

11 ნოემბერი 2024, 08:45 210 ნახვა

ევროპის 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა ისლანდიას თბილისში უმასპინძლა და რომლის წინააღმდეგ 25:30 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების რიგებში გიორგი დიხამინჯიამ 9 გოლი გაიტანა, გიორგი ცხოვრებაძემ თავი 5-ჯერ გამოიჩინა, თეიმურაზ ორჯონიკიძემ, ერეკლე არსენაშვილმა და ირაკლი კბილაშვილმა 3-3 გოლი გაიტანეს, ხოლო გიორგი ლაფიაშვილის ანგარიშზე 2 გოლი იყო.

საქართველოს ნაკრებს ჯგუფში ჯერჯერობით ორ ტურში ქულა არ მოუპოვებია, ტიტე კალანდაძის გუნდი მანამდე სტუმრად საბერძნეთთან 26:27 დამარცხდა. საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 12 მარტს, თბილისში, ბოსნიასთან გამართავს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში