სახალხო დამცველი კახეთში იმყოფება 

08 ნოემბერი 2024, 10:01 205 ნახვა

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი კახეთში უდიებით დასახლებული სოფლისა და  ასევე    ავარების თემის წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

შეხვედრებზე ხაზი გაუსვეს სახელმძღვანელოების საჭიროებას, როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე მასწავლებლებისთვის და აღნიშნეს, რომ მოსწავლეები საკუთარ ენას მოძველებული, გასული საუკუნის 80-იან წლებში გამოცემული წიგნების ქსეროასლებით სწავლობენ.

დაისვა ინფრასტრუქტურული პრობლემების საკითხიც, მათ შორის, სასმელ წყალსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, ასევე ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის საკითხებიც განიხილეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში