მაკრონი, შოლცი და ტუსკი საქართველოს კურსის შეცვლისკენ მოუწოდებენ

07 ნოემბერი 2024, 18:08 221 ნახვა

სამიტის გახსნაზე გაჟღერდა გზავნილები საქართველოს მისამართით. საფრანგეთის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა რომ საქართველო დაადასტურებს ევროპულ არჩევანს და საკუთარ დემოკრატიულ მოდელს. ემანუელ მაკრონმა ახსენა კიბერთავდასხმები, ამომრჩეველთა მოსყიდვა, მანიპულაცია, რაც მისი თქმით ყველა დამკვირვებელმა აღნიშნა. უფრო ადრე კი საფრანგეთის პრეზიდენტის , გერმანიის კანცლერისა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრის ერთობლივი განცხადება გავრცელდა.
ლიდერები საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების გამო შეშფოთებას გამოხატავენ. ე.წ. ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნების ლიდერები ერთობლივ განცხადებაში წერენ, რომ ვერ მიემხრობიან საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას, სანამ ქვეყანა რეფორმებს არ გაატარებს. ისინი შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების გამო საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის მიერ გამოქვეყნებულ წინასწარ დასკვნებზე დაყრდნობით.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში