სააპელაციო სასამართლოში არასამთავრობო ორგანიზაციების სარჩელების განხილვა გრძელდება

07 ნოემბერი 2024, 10:07 196 ნახვა

დაახლოებით 20 საათია, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარეობს სხდომა, სადაც  ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და სადამკვირვებლო კოალიციის „ჩემი ხმა“ საოლქო საარჩევნო კომისიების წინააღმდეგ შეტანილი საჩივრები განიხილება. საჩივრები ეხება არჩევნებზე ფარულობის პრინციპის დარღვევასა და ყველა იმ უბნის შედეგების ბათილად ცნობას ითხოვენ, სადაც არჩევნები ელექტრონული სისტემით ჩატარდა. ჯერჯერობით უცნობია, როდის გამოაცხადებს მოსამართლეთა კოლეგია გადაწყვეტილებას. სწორედ სააპელაციო სასამართლოა ბოლო ინსტანცია, რომელიც არჩევნებთან დაკავშირებულ დავებს იხილავს.

გუშინ დაწყებულ სხდომაზე, სააპელაციო სასამართლომ გააერთიანა არასამთავრობო ორგანიზაციების სარჩელები და მოსამართლეთა ერთი კოლეგიის განხილვის ქვეშ მოაქცია. საჩივრებს მოსამართლე დავით ახალბედაშვილის თავმჯდომარეობით, გოჩა დიდავა და დიმიტრი გვრიტიშვილი იხილავენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი