პროკურატურის გამოძიების ფარგლებში სასამართლო პროცესი ბათუმში

06 ნოემბერი 2024, 19:58 314 ნახვა

ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვისა და არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოში ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი გამოიკითხა.
ირმა ხოროიშვილმა , რომელიც ბათუმის 79-ე ოლქის კომისიის წევრია, მოწმის სტატუსით გამოძიებას ჩვენება მაგისტრატ მოსამართლის თანდასწრებით მისცა. მისი ინფორმაციით, გამოძიებას კითხვები ჰქონდა ძირითადად კენჭისყრის დღესთან დაკავშირებით და ასევე თუ რა ინფორმაციას ფლობდა მოწმე საარჩევნო უბნებთან აგიტაციის გამართვასთან დაკავშირებით.
ირმა ხოროიშვილის განცხადებით, ორშაბათს პროკურატურას ყველა იმ მტკიცებულებას გადასცემს , რაც კენჭისყრის დღეს საარჩევნო პროცესის ხელის შეშლასა და სხვა დარღვევებს ასახავს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი