მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ არჩევნების გაყალბებაზე მტკიცებულებებს არა პროკურატურას, არამედ მაგისტრატ მოსამართლეს წარუდგენს

05 ნოემბერი 2024, 13:22 260 ნახვა

პროკურატურაში არ მივალ, ეს დაკითხვა მოხდება მაგისტრანტ მოსამართლესთან, წარვადგენ იმ მტკიცებულებებს, რომლებითაც დასტურდება მასიური გაყალბება ჩვენს ქვეყანაში, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

„არჩევნები სასტიკად იქნა მიტაცებული ბიძინა ივანიშვილის რუსული სპეცოპერაციით. ახლა უნდათ, საბჭოთა პროკურატურის მეშვეობით თითქოს რაღაც შიში დანერგონ ადამიანებში. მინდა, მათ პირდაპირ განვუცხადო, არჩევნები, რომელიც იქნა მიტაცებული და რომელშიც სამართალდამცავი ორგანოებიც იყვნენ ჩარეულები, არამარტო ადამიანები, ზოგს კაპიტანი ეწოდება და ზოგს რაღაც სხვა სახელი, ყველა ამ ადამიანს მოეთხოვება კანონით ძალიან სერიოზული პასუხისმგებლობა. ეს დრო დადგება აუცილებლად.

რაც შეეხება დღევანდელ ზარს, რომელიც მივიღე პროკურატურაში დაბარებაზე მოწმის სახით, ბუნებრივია, მე პროკურატურაში არ მივალ, ეს დაკითხვა მოხდება მაგისტრანტ მოსამართლესთან და წარვადგენ იმ მტკიცებულებებს, რომლებითაც დასტურდება მასიური გაყალბება ჩვენს ქვეყანაში. ასე რომ, ყველა ტრიბუნას გამოვიყენებთ. მოვუწოდებ ყველას, რომ ყველა ტრიბუნა გამოვიყენოთ, ეს იქნება ქუჩა, აქცია, იქნება დიპლომატებთან შეხვედრა, დოკუმენტაციის შეგროვება, გმირი მოსამართლეების გამოჩენა და მათი მხარდაჭერა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ეს მახინჯი სისტემა, ეს რუსული ხელისუფლება დავამარცხოთ საქართველოში“, - განაცხადა ხაზარაძემ.

მამუკა ხაზარაძის შემდეგ, გენერალურ პროკურატურაში, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ- ერთი ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეც დაიბარეს. ჯაფარიძე უწყებაში მისვლას არ აპირებს და მაგისტრი მოსამართლის თანადასწრებით მოითხოვს გამოკითხვას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში