აქცია პარლამენტის წინ

04 ნოემბერი 2024, 22:07 229 ნახვა

პარლამენტის შენობასთან შეკრებილი ოპოზიციონერი ლიდერები და აქციის მონაწილეები მსვლელობით ბარათაშვილის ხიდისკენ დაიძრნენ. მსვლელობის ინიციატივით აქციის მონაწილეებს „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ მიმართა.
როგორც მან აღნიშნა, ბარათაშვილის ხიდზე „გამაფრთხილებელი პიკეტირება მოეწყობა“. მანამდე კი რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს ოპოზიციის წარმომადგენლებმა სიტყვით მიმართეს, დაანონსდა რომ ხვალ 14 საათზე სპორტის სასახლესთან მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართება და ასე გააგრძელებენ პერმანენტულად, სხვადასხვა ლოკაციაზე აქციების ჩატარებას, ასევე გახმოვანდა ინიციატივა რომ ორშაბათობით ცენტრალურ გამზირზე მთავარი აქციები მოეწყობა.
აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა ხელახალი არჩევნების ჩატარებაა რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს. ისინი არ ცნობენ პარლამენტის ლეგიტიმაციას და საკანონმდებლო ორგანოში შესვლას არ აპირებენ.

რატი ჯიჭონაია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი