აჭარაში განთავსების ობიექტების მეპატრონეებს სოციალური გვერდების მართვის თემაზე ინდივიდუალური ტრენინგები უტარდებათ

04 ნოემბერი 2024, 17:25 191 ნახვა

აჭარაში, სოფლად არსებული განთავსების ობიექტის 100 მეპატრონეს სოციალური გვერდების მართვის თემაზე ინდივიდუალური ტრენინგი უტარდება. ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარატმენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, 20-ზე მეტი ფოტოგრაფი და სოციალური მედიის სპეციალისტი ინდივიდუალურად სტუმრობს საოჯახო-სასტუმრო სახლებისა და კოტეჯების მფლობელებს, უმზადებს მათ ფოტო-ვიდეო მასალას (რილსების სახით), ასწავლის როგორ შექმნან ან განავითარონ უკვე არსებული სოციალური მედიის პლატფორმები ფეისბუქზე, ინსტაგრამსა და ტიკტოკზე.

სატრენინგო-საგანმანათლებლო პროგრამა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ ხორციელდება.

პროექტისთვის წინასწარი კვლევის საფუძველზე შეირჩა ისეთი განთავსების ობიექტები, რომლებსაც ნაკლებად გამართული ან საერთოდ არ ჰქონდათ სოციალური მედიის გვერდები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი